|
2021-04-20 09:33:32, 648 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი: მიხარია, რომ ამდენმა ადამიანმა მოიწონა ჩემი გადაწყვეტილება, ვინც არა - მომავალში მიხვდება
მიხარია, რომ ამდენმა ადამიანმა მოიწონა ჩემი გადაწყვეტილება, ვინც არა - მომავალში მიხვდება, დარწმუნებული ვარ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. „იმდენი გზავნილი და კომენტარი დამხვდა… ყველას ვერ ვუპასუხებ. მიხარია, რომ ამდენმა ადამიანმა მოიწონა ჩემი გადაწყვეტილება. ვინც არა – მომავალში მიხვდება, დარწმუნებული ვარ. გრძელი გზა მაქვს პოლიტიკურ ცხოვრებაში გავლილი (დიპლომატებზე ამბობენ, კარგად ჩაცმული პოლიტიკოსები არიანო:):) არ მახსოვს გადაწყვეტილება, რომელიც მინანია. მარტივია – გააკეთე ის, რაც სწორედ მიგაჩნია და იყავი ის, ვინც ხარ -ყველა სხვა ადგილი დაკავებულია. ეს ფოტო გზავნილი მომეწონა – მართალია, ხანდახან ცხოვრებას სხვა მხრიდან უნდა შეხედო. მივა ეს ქვეყანა ევროპამდე, გრძელი გზით კი მიდის, მაგრამ მაინც. და ძალიან მალე, ნიკა მელია და გიორგი რურუაც ოჯახებს დაუბრუნდებიან. კარგი დღე იყო გუშინ, დღეს უკეთესი იქნება…“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ სალომე სამადაშვილმა პარტია „ნაციონალური მოძრაობა" დატოვა და განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" დაუშვა შეცდომა და დღეს პარტიის პოლიტიკური მომავალი გაურკვეველია. მანვე დასძინა, რომ მისი ადგილი „ამ გაუგებრობაში, აღარაა".
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)