|
2021-04-18 19:16:56, 541 ნახვა
პოლიტიკა
ზურა ჯაფარიძე - ორი საკითხია | პოლიტპატიმრები და ხელახალი არჩევნები, ცვლილება სწორედ ამ ორს უნდა შეეხოს, რათა მოლაპარაკებები შედგეს
„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ ორი საკითხია: პოლიტპატიმრები და ხელახალი არჩევნები, ცვლილება სწორედ ამ ორს უნდა შეეხოს, რათა მოლაპარაკებები შედგეს. მისივე თქმით, მან ჯერ კიდევ დასაწყისში თქვა, რომ მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით უნდა იყოს ისეთი პირობა, როგორიც თვითონ მელიასთის იქნება მისაღები. „რა ტექსტი იქნება ამასთან დაკავშირებით წარმოდგენა არ მაქვს. არ მგონია, რომ ხუთივე პუნქტში ცვლილებები იყოს და საერთოდ ვისურვებდი, რომ ახალი ტექსტი ყოფილიყო. თუმცა ალბათობა არის რომ იგივე მოიტანონ. მანდ იყო ორი საკითხი პოლიტპატიმრების, იგივე პოლიტიკური დევნის და ხელახალ არჩევნებამდე მისასვლელი გზა. თუ იქნება ცვლილება სწორედ ამ ორ პუნქტს უნდა შეეხოს, რათა მოლაპარაკებები შედგეს. მე ვიცი, რომ იქნება „ოცნებაც“ , ოპოზიციაც და მედიატორებიც, მეტი არაფერი არ ვიცი. რაც მედიატორებს ჯერ კიდევ დასაწყისში ვუთხარი პირობა უნდა იყოს მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით ისეთი როგორიც თვითონ მელიასთვის იქნება მისაღები. შარლ მიშელის დოკუმენტში მელიას თემა ეწერა, თუმცა ახალ დოკუმენტში საკმაოდ მიუღებლად იყო წარმოდგენილი“, - აცხადებს ზურა ჯაფარიძე. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ოფისში ამ დროისთვის ოპოზიციას და მმართველ გუნდს შორის შეხვედრა იწყება.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)