|
2021-04-17 17:28:37, 696 ნახვა
პოლიტიკა
სერგო ჩიხლაძე - გიორგი რურუას საკითხში პრეზიდენტს შეუძლია შეასრულოს გადამწყვეტი როლი და განმუხტოს სიტუაცია
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებულ დოკუმენტში გიორგი რურუას საკითხი ნახსენები არ არის და შესაბამისად, დოკუმენტი სრულფასოვნად ვერ ჩაითვლება. როგორც მან „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის ერთობლივი შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რურუას საკითხში პრეზიდენტს გადამწყვეტი როლის შესრულება და სიტუაციის განმუხტვა შეუძლია. „ამ დოკუმენტში საერთოდ არ არის რურუას საკითხი და რა თქმა უნდა, ეს სრულფასოვანი დოკუმენტი ვერ იქნება. რურუას საკითხში პრეზიდენტს შეუძლია შეასრულოს გადამწყვეტი როლი და შეიძლება მნიშვნელოვანწილად განმუხტოს ეს სიტუაცია ამ კონკრეტულ პუნქტთან მიმართებაში. ამის გაკეთება მას შეეძლო წინა თვეების განმავლობაშიც, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ ახლა მაინც გააკეთებს იმას, რაც არ გააკეთა წინა თვეებში და შეიწყალებს გიორგი რურუას“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)