|
2021-04-16 18:57:45, 945 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია დანიელსონის დოკუმენტზე - ამ წნეხის ქვეშ „ოცნებამ“ უკან დაიხია, მაგრამ არასაკმარისად
ამ წნეხის ქვეშ „ოცნებამ“ უკან დაიხია, მაგრამ, რა თქმა უნდა, არასაკმარისად, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ მიერ დანიელსონის შემუშავებულ დოკუმენტზე ხელის მოწერის საკითხს. ბოკერია დოკუმენტზე ხელმოწერის პირობად ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ასახელებს. „ამ წნეხის ქვეშ „ქართულმა ოცნებამ“ უკან დაიხია, მაგრამ რა თქმა უნდა, არასაკმარისად. პრეზიდენტ მიშელის მიერ წარმოდგენილი გეგმიდან სამ პუნქტზე რომ შეჯერდა პოზიციები გასაგებია, მაგრამ არის ორი პუნქტი, რომელიც ჯერ შეჯერებული არ არის. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება - ჩვენ უნდა ვნახოთ, რომ ისინი არიან თავისუფლები და პოლიტიკური დევნა შეწყდა. ამაზე არაფერი არ უთქვამს და ბუნდოვანი იყო ბატონი თალაკვაძე. ასევე ვადამდელ არჩევნებზე, აქ მან პირველად დაუშვა შესაძლებლობა, რომ ვადამდელ არჩევნებზე უნდა შევთანხმდეთ, ოღონდ გაუგებარი, ბუნდოვანი და აბსოლუტურად არალოგიკური ტესტი ახსენა მმართველი პარტიის მხრიდან 40%-ის აღების შემთხვევაში. ჩვენ გვაქვს მყარი პოზიცია - უნდა შევთანხმდეთ პირდაპირ ვადამდელ არჩევნებზე ან უნდა იყოს პლებისციტი, სადაც უმრავლესობა წყვეტს, იყოს თუ არა ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)