|
2021-04-16 18:51:28, 947 ნახვა
პოლიტიკა
ვიოლა ფონ კრამონი მოუწოდებს ოპოზიციას, მიბაძოს „ქართულ ოცნებას“ და ხელი მოაწეროს დანიელსონის დოკუმენტს
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროსაბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოწერით, სწორი მიმართულებით, სწორი ნაბიჯი გადადგა. ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს გულისთვის, ოპოზიციამ ასევე უნდა მიბაძოს მმართველი გუნდის მაგალითს და მოაწეროს ხელი დოკუმენტს. „კარგია, რომ ვხედავთ „ქართული ოცნების“ მზადყოფნას კომპრომისისთვის. ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული სწორი ნაბიჯი. საქართველოს გულისთვის, ოპოზიციამ ასევე უნდა მიბაძოს მმართველი გუნდის მაგალითს. ამასობაში,კიდევ რჩება ბევრი დეტალი, რომელიც არის შესამუშავებელი. ევროკავშირი კვლავ არის მზად, რომ დაეხმაროს საქართველოს ამაში", - წერს ვიოლა ფონ კრამონი. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მზად არის მოაწეროს ხელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ ოპოზიციისთვისა და მმართველი გუნდისთვის შეთავაზებულ დოკუმენტს.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)