|
2015-01-31 11:50:56, 896 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულების სისტემაში თანამშრომელთა გადამზადების პროგრამა დასრულდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში უპრეცედენტო, ექვსთვიანი სასწავლო პროგრამა დასრულდა, რომლის მიზანსაც სასჯელაღსრულების სისტემის სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებისთვის კვალიფიციური კადრების მომზადება წარმოადგენდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, საპილოტე პროგრამა ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა ციხეებსა და სხვა დახურულ ინსტიტუციებში“ მხარდაჭერით განხორციელდა და ევროპული ციხის წესების ერთ-ერთი ავტორის, ჟერარ დე იონგის ჩართულობით შემუშავდა. როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა კახიშვილმა აღნიშნა, გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა ხელს შეუწყობს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სტანდარტის ამაღლებას. „როდესაც თანამშრომელს ეცოდინება საკუთარი უფლებამოსილება, კომპეტენცია და კომპეტენციის ზღვარი, ეს პრევენციულად აგვაცილებს შესაძლო პრობლემებს“,- განაცხადა კახა კახიშვილმა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის უფროსის, კატერინა ბოლონეზეს თქმით, გრძელვადიანი პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოამზადებს იმ პერსონალს, რომელიც ხერხემალს წარმოადგენს პენიტენციური სისტემის რეფორმირებისთვის. როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, უწყების სისტემის პრაქტიკაში ასეთი ხანგრძლივობისა და ფორმატის სასწავლო პროგრამა პირველად ჩატარდა. სასწავლო პროცესში მონაწილეობა მიიღო 25 ტრენერმა, მათ შორის იყვნენ, როგორც სასწავლო ცენტრის ადგილობრივი ტრენერები, ასევე სასჯელაღსრულების სისტემის, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მოწვეული სპეციალისტები, მიღებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების შემოწმების მიზნით, 30 იანვარს ტრენინგის მონაწილეებს დასკვნითი გამოცდა ჩაუტარდათ და მიღებული ქულების მიხედვით 3 ხარისხის სერტიფიკატი გადაეცათ. სერტიფიკატები მონაწილეებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა კახიშვილმა გადასცა. ევროკავშირისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლები დამსწრე საზოგადოებას სწავლების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და ხაზი გაუსვეს გრძელვადიანი სასწავლო პროგრამის უნიკალურობასა და მისი დანერგვის მნიშვნელობას სასწავლო ცენტრის პრაქტიკაში. შეხვედრაზე ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ პირველ საპილოტე ტრენინგის შედეგებმა ცხადყო პროექტის წარმატებულობა, რის საფუძველზეც მოხდა მეორე ჯგუფის შერჩევა, რომელიც მუშაობას 2015 წლის თებერვლიდან დაიწყებს. საპილოტე პროგრამის დახურვის ცერემონიასსასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის ხელმძღვანელი პირები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)