|
2021-04-15 11:45:24, 600 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიაზე - ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება
ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გიორგი გახარიას გუნდის მიერ „ქართული ოცნების“ დატოვების საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დეპუტატების მიერ პარტიიდან წასვლის თაობაზე „ქართულ ოცნებაში“ არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა, რაც არასწორი საქციელია. „სამწუხაროა, რაც ჩვენ ვნახეთ. ბევრი მიზეზის გამო, ეს არ იყო სწორი ქცევა, რაც ვიხილეთ, მათ შორის იმ მიზეზის გამო, რომ მანამდე არ ყოფილა არანაირი საუბარი და კონსულტაციები ამის შესახებ. როდესაც არასწორად იწყებ პოლიტიკურ პროცესში ნაბიჯების გადადგმას, ბუნებრივია, ეს პროცესი არასწორადაც გაგრძელდება. შესაბამისად, ჰქონდა არასწორი დასაწყისი ამ ყველაფერს და მგონია, რომ გაგრძელებაც ექნება შესაბამისი. ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ექვსმა დეპუტატმა პარტია დატოვა. ისინი პოლიტიკურ საქმიანობას ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდში გააგრძელებენ.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)