|
2021-04-14 16:32:43, 685 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - ივანიშვილი გახარიას გამოყენებით მისთვის ნანატრ ოპოზიციას ქმნის
გახარია რეალურად ბიძინა ივანიშვილის პროექტია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გიორგი გახარიას გუნდის მიერ „ქართული ოცნების“ დატოვების საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილი გახარიას გამოყენებით მისთვის ნანატრ ოპოზიციას ქმნის. „თქვენ გახსოვთ ივანიშვილის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ საჭირო გახდებოდა ის თავად შექმნიდა ოპოზიციას. ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ გიორგი გახარიას გამოყენებით ის ქმნის სწორედ მისთვის ნანატრ ოპოზიციას, რაც დამახასიათებელია ავტოკრატული რეჟიმებისთვის. გახარია რეალურად არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი, რომელმაც დაინახა, რომ ღარიბაშვილი-კობახიძის ამარა ვერ დარჩებოდა მომავალი არჩევნებისთვის და შესაბამისად, ავანსცენაზე „ქართული ოცნება 2“-ით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოიყვანა გიორგი გახარია“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ექვსმა დეპუტატმა პარტია დატოვა. ისინი პოლიტიკურ საქმიანობას ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდში გააგრძელებენ.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)