|
2021-04-14 12:04:06, 600 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარიასთან ერთად, ვიწყებთ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზას - „ქართული ოცნება“ 6-მა დეპუტატმა დატოვა
გიორგი გახარიას გუდნმა პარტია „ქართული ოცნება“ დატოვა. საგანგებო განცხადება გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში გააკეთა. როგორც გიორგი ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, გიორგი გახარიას თანამოაზრეები იწყებენ ექს-პრემიერთან ერთად ახალი პარტიის მშენებლობას. „ჩვენ ვართ გიორგი გახარიას გუნდის წევრები, თანამოაზრეები და გვაერთიანებს საერთო ღირებულებები და ფასეულობები. ეს სიახლე არავისთვისაა, თუმცა ჩვენ დღეიდან გიორგი გახარიასთან ერთად ერთობლივი გადაწყვეტილებით გადავდივართ, პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპზე და ახალ ფაზაზე. შესაბამისად, ვტოვებთ „ქართულ ოცნებას“ და პარლამენტში ამ ეტაპზე მუშაობას გავაგრძლებთ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები. მოქალაქეებს უწევთ ყოველდღიურ რეჟიმში გამკლავება ისეთი პრობლემების წინაშე, როგორიცაა პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, უმუშევრობა, სიდუღჭირე და ეს ის პრობლემებია, რომელიც ჩვენ მოქალაქეებს აინტერესებთ და არა დაუსრლებელი პოლიტიკური პარტიების დაპირისპირება და კინკლაობა. ჩვენ არ გვეშინია სიმართლის თქმის და პრობლემებისთვის თვალის გასწორების. დეტალურად, სამომავლო გეგმებზე, გუნდის ლიდერთან ერთად მოგვიანებით მოგახსენებთ“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა. გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ დეპუტატები: ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)