|
2021-04-13 13:02:35, 669 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - გიორგი გახარია ცდილობს თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს ჩემი დაპატიმრების წინააღმდეგი იყო
გიორგი გახარია ცდილობს თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს წინააღმდეგი იყო ჩემი დაპატიმრების, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში, პროცესზე განაცხადა. სასამართლო პროცესზე ნიკა მელიამ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს „ქართული ოცნები“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დაკითხვის მოთხოვნით მიმართა. ნიკა მელიამ ისაუბრა „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ ირაკლი კობახიძის ინტერვიუზე, რომლითაც ირკვევა, რომ „ქართლი ოცნება“ ნიკა მელიას დაპატიმრებას მოსამართლის გადაწყვეტილებამდე განიხილავდა. „პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გადაწყვეტილება გამოტანილი ჰქონდა რომ მე სატუსაღოში უნდა წავსულიყავი. თქვენ თქვენ რეპუტაციაზე უნდა იფიქროთ, ცოტა მომავლის გადმოსახედიდანაც ხომ უნდა იმსჯელოთ. კობახიძე რომ მოწმის სახით არ დაიბაროთ და არ დაკითხოთ, ეს ხომ თქვენ რეპუტაციას შელახავს? ამ საქმეზე ხომ ჭეშმარიტება დადგინდება? ამ ადამიანმა აღიარა, მე და გახარია შეთანხმებული ვიყავით, რომ მელია უნდა დაგვეჭირაო და ბოლოს გადათქვაო, თქვენ კიდევ განჩინება არ გქონდათ გამოტანილი. რა თქმა უნდა, ჩემ დაკავებაზე გახარიასაც ჰქონდა მიცემული თანხმობა და კობახიძესაც. ახლა რომ გახარია ცდილობს თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს, წინააღმდეგი იყო ჩემი დაპატიმრების, ის ჩემი დაკავების წინააღმდეგი რომ ყოფილიყო, მისი უახლოესი მეგობარი დეპუტატები იმუნიტეტს არ მომიხსნიდნენ", - განაცხადა ნიკა მელიამ.
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)