|
2021-04-13 12:50:11, 604 ნახვა
პოლიტიკა
ანზორ მელია - პოზიტიური მოლოდინები მაქვს, ხელისუფლება მივიდოდა იმ აზრამდე, რომ მელიას გამოშვება ქვეყანას გამოადგება
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამას, დღევანდელ პროცესთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვს. როგორც ანზორ მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება მივიდოდა იმ აზრამდე, რომ მელიას გამოშვება ქვეყნისთვის საჭიროა. „თავისუფლებაზე უნდა გამოუშვან, რადგან ასე არის საჭირო და ქვეყანას ეს გამოადგება. პოზიტიური მოლოდინები მაქვს იმიტომ, რომ ხელისუფლება ალბათ, მივიდოდა იმ აზრამდე, რომ არ შეიძლება ასეთი დაპირისპირება იყოს ხალხში. ხალხი დაწყნარდება იმ შემთხვევაში, როდესაც ნიკა გარეთ იქნება. მე ექიმი ვარ და ყოველდღიურად უამრავ ავადმყოფს ვღებულობ, ყველა მადლობას მიხდის ასეთი შვილის გაზრდისათვის. ხალხს ძალიან უყვარს ნიკა, არ მეგონა თუ ასეთ სიყვარულს ამ ასაკში დაიმსახურებდა ნიკა. ამიტომ, ხალხმა იცის ვინ უნდა შეიყვაროს“, - განაცხადა ანზორ მელიამ. ცნობისთვის, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)