|
2021-04-10 11:54:38, 874 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავას განცხადებით, მისთვის გიგა ბოკერიასთან ერთად პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა
პარტია „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი გიგი უგულავა აცხადებს, რომ მისთვის გიგა ბოკერიასთან ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა. როგორც გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს, ის რაც გიგა ბოკერიასთვის პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილებაა, მისთვის ლამაზად შეფუთული უპასუხისმგებლობაა. „მადლობას ვუხდი გიგა ბოკერიას. ჩვენი ურთიერთობა გასული საუკუნიდან იწყება. ბევრი რამ გადაგვიტანია ერთად, ბევრისთვისაც მიგვიღწევია. ბევრ საკითხში ჩვენ თანამოაზრეები ვართ, მაგრამ ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა. ის რაც მისთვის პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილებაა, ჩემთვის ლამაზად შეფუთული უპასუხისმგებლობაა. თუმცა არც ამას აქვს ახლა მნიშვნელობა“, - წერს გიგი უგულავა. შეგახსენებთ, რომ დღეს პარტია „ევროპული საქართველო“ თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ და ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ დატოვეს.
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)