|
2021-04-09 18:12:18, 989 ნახვა
პოლიტიკა
საფრანგეთის ელჩი - პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა მნიშვნელოვანია, უნდა გადაიდგას ფინალური ნაბიჯები შეთანხმებისკენ
პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა მნიშვნელოვანია, ვიმედოვნებთ, დანიელსონის დოკუმენტს ყველა პარტია კონსტრუქციულად განიხილავს, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ელჩმა აღნიშნავს, რომ ფინალური ნაბიჯების გადადგმა ყოველთვის რთულია, თუმცა ეს აუცილებელია, რათა მოხდეს შეთანხმება. „იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკებებს ექნებათ წინსვლა საკითხის გადაჭრისკენ. ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში უამრავი კრიზისი და გამოწვევაა. ეს არის ჯანდაცვის, ეკონომიკური, არასტაბილური რეგიონი, ამიტომ ქვეყნის მთელი ენერგია უნდა დაეთმოს ამ გამოწვევების გამკლავებას. პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა მნიშვნელოვანია. ბატონმა დანიელსონმა შეთავაზებები წარადგინა მოლაპარაკების მაგიდაზე, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მათ ყველა პარტია კონსტრუქციულად განიხილავს და გადადგამს საბოლოო ნაბიჯებს. ფინალური ნაბიჯების გადადგმა ყოველთვის ყველაზე რთულია, თუმცა ეს ნაბიჯები უნდა გადაიდგას შეთანხმებისკენ. ამ შეთავაზების საფუძველზე უნდა გადაიდგას შემდგომი ნაბიჯი და დაიწყოს ახალი თავი, რაც დადებითი იქნება საქართველოსთვის“, - განაცხადა ელჩმა.
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)