|
2021-04-08 18:18:22, 1025 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მთავრობამ „მიწის ბალანსის შედგენისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება დაამტკიცა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული დადგენილება ითვალისწინებს მიწის ბალანსის შედგენას, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვას და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას. დადგენილებახელს შეუწყობს მიწის ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რაციონალურგამოყენებასა და დაცვის უზრუნველყოფას. მონაცემთა ერთიან ბაზაში სასოფლო-სამეურნეოდანიშნულებისმიწისრესურსების აღრიცხვა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისნაკვეთებისმიხედვითმოხდება, სადაც აღირიცხება მათი საკადასტრო მონაცემებიც. დადგენილების თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის მიწის ფართობების მონაცემები აღნიშნული ტერიტორიების ოკუპაციამდე არსებული მდგომარეობით აისახება. საქართველოს მიწის ბალანსის შედგენა და, შესაბამისად, მისი სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვის წარმოება 2004 წლის შემდეგ არ მომხდარა. „მიწის ბალანსის შედგენისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის დადგენილება შემუშავებულია „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. მიწის ბალანსი იქნება საჯარო და საბოლოო ვერსია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდებზე (www.mepa.gov.ge, www.land.gov.ge), 2024 წლის 1 ივლისამდე გამოქვეყნდება.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)