|
2021-04-08 17:39:56, 552 ნახვა
საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძე - მეუფე სტეფანეს ყველა გადაწყვეტილება მღვდელმთავრების მიერ სრულად მხარდაჭერილია
მეუფე სტეფანეს ყველა გადაწყვეტილება მღვდელმთავრების მიერ სრულად მხარდაჭერილია, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ საეკლესიო კრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, სასულიერო პირები ვალდებულები არიან დაემორჩილონ მეუფე სტეფანეს და საპატრიარქოს მხრიდან მათი აპელაციის განხილვას დაელოდონ. „ძალიან მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ მეუფე სტეფანეს ყველა გადაწყვეტილება და მოქმედება, რაც ეპარქიაში განახორციელა არის სრულად მხარდაჭერილი და ლეგიტიმური. ამიტომ, გაგრძელდება მხარდაჭერა ყველა იმ ზომებისა, რაც მეუფე სტეფანემ მიიღო. მეორე საკითხი რაც არის - ეს არის გარკვეული დესტრუქცია. ჩვენ ვიხილეთ, რომ მეუფე სტეფანეს მიერ მივლენილი მოძღვარი არ შეუშვეს ტაძარში, ეს შეფასებულია როგორც ამბოხი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სასულიერო პირებს, რომ მიიღონ მღვდელმთავრის მიერ განჩინებული ეპითემია, დაემორჩილონ მას და შეასრულონ ყველა ის მითითება, რაც ევალება სასულიერო პირს, რომ მღვდელმთავრისგან მიიღოს. რაც შეეხება მათ მიერ შემოტანილ აპელაციას, ამას მიიღებს და განიხილავს სინოდი. სწორედ ამ აპელაციას უნდა დაელოდონ, მანამდე კი ვალდებულნი არიან, მეუფე სტეფანეს მითითებებს, განკარგულებებს და კურთხევებს დაემორჩილონ“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძე.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)