|
2021-04-08 16:31:46, 555 ნახვა
საზოგადოება
ფანასკერტელის ქუჩაზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე, N11 კორპუსთან 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, სკვერში საბავშვო გასართობი ორი ზონა მოეწყო, ასევე, სავარჯიშო, კალათბურთისა და ჭადრაკის სათამაშო სივრცე. დამონტაჟდება მაგიდის ჩოგბურთი, LED განათების ქსელი და ყველა საჭირო ინვენტარი განთავსდება. ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები განხორციელდება, დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები. მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ადგილზე გაეცნო. „ფანასკერტელის ქუჩაზე, N11 კორპუსთან მდებარე ფერდობზე წლების განმავლობაში რკინის კონსტრუქცია იდგა და ტერიტორია მოუწესრიგებელი იყო. ახლა ჩვენ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ახალ, კეთილმოწყობილ და გალამაზებულ სივრცეს შევქმნით, სადაც მოსახლეობა შეძლებს სასიამოვნო და კომფორტულ გარემოში დასვენებასა და გართობას“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. სამუშაოებს კომპანია „გრინსერვისი+“ ახორციელებს, რისთვისაც საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 1 788 906 ლარი.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)