|
2021-04-08 13:19:39, 415 ნახვა
საზოგადოება
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ დოკუმენტს ხელი სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და ცენტრის დირექტორმა ნინო ჭიპაშვილმა მოაწერეს. თანამშრომლობის შედეგად, არასრულწლოვანი მსჯავრდებულები გრაფიკული დიზაინის ონლაინ კურსს გაივლიან. „სასწავლო კურსი სამკვირიანია და პროექტის განხორციელებით, მსჯავრდებულები საბაზისო ცოდნას ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროფესიების შესახებ მიიღებენ. რეგიონული ტექნოპარკებისა და ინოვაციების ცენტრების პერსონალის ჩართულობით გაიმართება ონლაინ შეხვედრები და პირველ ეტაპზე გადამზადდება 15 მსჯავრდებული CorelDraw-სა და 3D დიზაინში. „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის“ მიზანია მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადება-გადამზადება და დასაქმება. მსგავსი ინიციატივები და აქტივობები კი მნიშვნელოვანია მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს სამომავლოდ მათ დასაქმებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)