|
2021-04-07 14:57:50, 668 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - შეიქმნება ვებ-პორტალი, სადაც ვაქცინის მსურველი მოქალაქეები წინასწარ შეძლებენ რეგისტრაციას
მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირდნენ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მოქალაქეებს შეეძლებათ აირჩიონ ვაქცინა, რომელიც საქართველოში უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი. „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც დარწმუნებული ვართ, რომ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვას და ასევე, მათ არჩევანს მეტად უფრო გააფართოვებს, ეს არის ვებ-პორტალი, რომელიც გამოქვეყნდება ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონრტროლის ვებ-გვერდზე, სადაც ჩვენს მოქალაქეებს განურჩევლად ჯგუფისა, საშუალება ექნებათ წინასწარ დარეგისტრირდნენ ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად და ასევე, მათ საშუალება ექნებათ აირჩიო ყველა ის ვაქცინა, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება საქართველოში ხელმისაწვდომი და რომელიც დღესდღეობით ფართოდაა ხელმისაწვდომი მსოფლიოს მასშტაბით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)