|
2021-04-06 18:39:50, 587 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი თავართქილაძე - თხინვალაში მაღალი კორპუსებიარ აშენდება, არსებულ რეკრეაციულ სივრცეებს კი არანაირი საფრთხე არ ემუქრება
თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე გამოეხმაურა თხინვალას მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლებს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მერიის მიერ გასხვისებულ ტერიტორიაზე, არსებული სტადიონების ადგილზე, მაღალი საცხოვრებელი კორპუსები უნდა აშენდეს. ირაკლი თავართქილაძის განცხადებით, ადგილობრივი მცხოვრებლების ბრალდებებიუსაფუძვლოა და გენერალური გეგმის თანახმად, მაღალი კორპუსების მშენებლობა იქ არ მოხდება. მისივე თქმით, არანაირი საფრთხე არ ემუქრება დასახლებაში უკვე არსებულ, მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილ სტადიონსა და ბავშვთა გასართობ მოედანს. თავართქილაძის განმარტებით, აღნიშნული ტერიტორია ინდივიდუალური სახლების განაშენიანების მიზნით პრივატიზებულ მიწის ნაკვეთს მხოლოდ ემიჯნება. „აღსანიშნავია, რომ გარკვეული ჯგუფები მიზანმიმართულად ცდილობენ თბილისის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. პირველ რიგში, ხაზგასმით ვამბობ, რომ აღნიშნული ტერიტორია გასხვისდა ინდივიდუალური სახლების განაშენიანების მიზნით. ასევე, აუცილებელი პირობაა, რომ ტერიტორიაზე დამუშავდეს განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომლის ფარგლებშიც მოხდება თანამედროვე სტანდარტების განაშენიანების მოწყობა და შესაბამისი ნებართვების გაცემა. რაც შეეხება სტადიონს, ამ ტერიტორიაზე დღესაც არსებობს მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილი გამართული თანამედროვე სტადიონი და ასევე, ბავშვების გასართობი მოედანი, რომლებიც ემიჯნება ჩვენ მიერ პრივატიზებულ მიწის ნაკვეთს. ისინი არ გასხვისებულა“, - აღნიშნა ირაკლი თავართქილაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)