|
2021-04-06 13:35:28, 518 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რატომ არ აიცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ირაკლი ღარიბაშვილი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განმარტა, რატომ არ აიცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქინით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. როგორც თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ მიეკუთვნებოდა აცრილთვის განკუთვნილ არც ერთ ჯგუფს, რომლისთვისაც პრიორიტეტულია ვაქცინა. „როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი აცრების გეგმა მიჰყვება ძალიან მკაცრად განსაზღვრულ ეტაპობრიობას და ასაკობრივი ჯგუფების, ასევე ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალების აცრა არის პრიორიტეტული, ამ შემთხვევაში პრემიერი არ მიეკუთვნებოდა არც ერთ ჯგუფს, რომლისთვისაც განსაზღვრულია გეგმის მიხედვით პრიორიტეტული ვაქცინაცია. მხოლოდ საზოგადოებრივი პრომოციის მიზნებისთვის ვაქცინაციის ჩატარება, ამ შემთვევაში მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ. იყო თავიდან განსაზღვრული მსგავსი ინიციატივები, მაგრამ შემდეგ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია 100 ცნობადი სახის აცრამ, ამიტომ არც ამ შემთხვევაში არ მოხდა მისი ვაქცინაცია. ქვეყანა ჯერ ადრეულ ეტაპზეა ვაქცინაციის და მხოლოდ განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფები იცრებიან, მაგრამ როგორც ხედავთ, რისკი ყველგან არის და ეს ინფექცია ყველას შეიძლება შეეხოს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)