|
2021-04-05 12:21:40, 577 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე - ოპოზიცია მიჰყვება დესტრუქციულ გეგმას, ეთამაშება ცეცხლს და ცეცხლთან თამაში, სახიფათოა
ოპოზიციას აქვს დესტრუქციული გეგმა, ის ეთამაშება ცეცხლს და ცეცხლთან თამაში, რა თქმა უნდა, სახიფათოა მათთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, მმართველ გუნდს მოლაპარაკებების კარი ღია აქვს და მათი ინტერესია, რომ შეუთანხმებლობა შეთანხმებით დასრულდეს. „შეთანხმება ყოველთვის ჯობს შეუთანხმებლობას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ვხედავთ, რომ ოპოზიციას აქვს თავისი დესტრუქციული გეგმა და მიჰყვება მხოლოდ და მხოლოდ იმ პრინციპით, რომ ყველგან დაანთოს ცეცხლი, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ის ეთამაშება ცეცხლს და ცეცხლთან თამაში, რა თქმა უნდა, სახიფათოა მათთვისაც, ვისაც მას აღვივებს. მმართველი გუნდის დამოკიდებულება არის იმდაგვარი, რომ ჩვენ მოლაპარაკებების კარები გვაქვს ღია და ჩვენი პირდაპირი ინტერესია, რომ შეუთანხმებლობა დასრულდეს შეთანხმებით“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)