|
2021-04-01 11:22:11, 503 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი პოზნერის ვიზიტზე - პროტესტით, რომლის ფორმაც დაუშვებელი იყო, „ნაცმოძრაობამ“ ისარგებლა
პროტესტით, რომლის ფორმაც ყოვლად დაუშვებელი იყო, „ნაცმოძრაობამ“ ისარგებლა, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინიტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ, რუსი ჟურნალისტი, ვლადიმერ პოზნერისა და მისი მეგობრების მიერ საქართველოში დაბადების დღის აღნიშვნას, რასაც სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ნაცმოძრაობა“ აბსოლუტურად დეგრადირებულ და რადიკალურ ჯგუფად ჩამოყალიბდა. „ჩვენი მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტა, რითაც ისარგებლა ყველაზე დესტრუქიულმა ძალამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და როგორც სჩვევიათ, მოვლენები თავიანთი დღის წესრიგის ფარგლებში მოაქციეს. ამჯერადაც მათი და სააკაშვილის მიზანია დესტრუქცია, საბოტაჟი და ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შელახვა, ამჯერადაც ეს გააკეთეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყანა ნაწილობრივ იხსნება ტურისტებისტვის და მოგეხსენებათ, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ტურისტების შემოსვლას. ყოვლად დაუშვებელი იყო „ნაცმოძრაობის“ ლიდერების და მათი ჯგუფების პროტესტის ეს ფორმა, რაც აშკარად სცდება ცივილიზებულ ნორმებს და ქართულ სტანდარტებს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ნაცმოძრაობა აბსოლუტურად დეგრადირებულ და რადიკალურ ჯგუფად ჩამოყალიბდა, რომელთანაც ცივილიზებული დიალოგი შეუძლებელია. სახელმწიფო უწყებებ მოქმედებდნენ, კანონის სრული დაცვით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)