|
2021-04-01 03:43:00, 519 ნახვა
პოლიტიკა
სასტუმრო მასპინძლობს ნებისმიერ სტუმარს, მათი სტატუსის წინასწარ გადამოწმების გარეშე — Adjara Group
"ვიზიარებთ პროტესტის სულისკვეთებას და წუხილს გამოვთქვამთ შექმნილი ვითარების გამო", — ასე ეხმიანება Rooms-ის მფლობელი აჭარა ჯგუფი რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ პროტესტს. მათი განცხადებით, სტუმრის სტატუსს წინასწარ არ ამოწმებენ და კანონსაწინააღდეგო პრივილეგიასაც არ ანიჭებენ. აქვე აღნიშნავენ, რომ გმობენ ოკუპაციას. "ჩვენი საქმიანობის გათვალისწინებით, სტუმრისა და თანამშრომლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს ვალდებულებას. სასტუმრო მასპინძლობს ნებისმიერ სტუმარს, მათი სტატუსის წინასწარ გადამოწმების გარეშე და არანაირ პრივილეგიას, მით უმეტეს კანონსაწინააღმდეგოს, არ ანიჭებს. ჩვენთვის მნიშვნელოვან და უპირობო საკითხს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ვგმობთ ქვეყნის ოკუპაციას", — წერია განცხადებაში. რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ პოზნერი და მისი თანმხლები პირები სწორედ სასტუმრო რუმსში არიან. აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად სასტუმროს კვერცხები დაუშინეს.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)