23:38 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-29 13:14:29, 1035 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - ვადამდელი არჩევნები არ იქნება, პოლიტპატიმრები ქვეყანაში არ არსებობენ

ვადამდელი არჩევნები არ იქნება, პოლიტპატიმრები ქვეყანაში არ არსებობენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბშვილმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე დიალოგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგება.

ამასთანავე, მანვე დასძინა, რომ მმართელი გუნდი მზადაა, გონივრული და სახელმწიფოებრივი კომპრომისის მისაღწევად.

„ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ იქნება, ამაზე საუბარი დავასრულეთ, მოისმინეთ განცხადებები ევროკავირის ოფიციალური წარმომადგენლების, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სენატის, ეუთო//ოდირის დასკვნები, მთელმა მსოფლიომ აღიარა ეს არჩევნები. რა თქმა უნდა ჩვენი დიალოგი გრძელდება და დიდი იმედი მაქვს, კიდევ ერთხელ მინდა დავიტოვო პოზიტიური მოლოდინი, რომ შეთანხმება შედგება და ჩვენი მხრიდან, არ ჰქონია რაიმე დესტრუქციას ადგილი, პირიქით, ჩვენ ამის მომსწრენი ოპოზიციის მხრიდან გავხდით, როდესაც მათ ჩაშალეს დიალოგი და არ წამოვიდნენ კომპრომისზე. ჩვენ ვართ მზად, რომ გონივრული და სამართლიანი კომპრომისი იქნეს მიღწეული, ახლა ჯერი არის ოპოზიციაზე. ვადამდელი არჩევნების საკითხი არის დახურული, პოლიტიკური პატიმრები ქვეყანაში არ არსებობენ, ეს არსებობდა ბელადი სააკაშვილის დროს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
ამერიკელმა სენატორები რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთურ სანქციებზე“ შეთანხმდნენ
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics