|
2021-03-26 10:51:45, 643 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლი მომხმარებლისთვის შაბათსა და კვირას დაჩქარებული სერვისის მიწოდებას აღადგენს
სახლი 27 მარტიდან მომხმარებლისთვის შაბათსა და კვირას დაჩქარებული სერვისის მიწოდებას აღადგენს. დაჩქარებული, ერთდღიანი სერვისის მიღებას მომხმარებელი კვლავ სამ დიდ ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში შეძლებს. თბილისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებელს შაბათ-კვირას - 10:00-დან 17:00 საათამდე მიიღებენ, ხოლო ქუთაისის იუსტიციის სახლი მხოლოდ შაბათს - 10:00-დან 17:00 საათამდე იმუშავებს. აღნიშნულ ფილიალებში შაბათ-კვირას, ისევე როგორც პანდემიამდე პრიოდში, შესაძლებელი იქნება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გარკვეული კატეგორიის სერვისების მიღება. მომსახურების სრული ჩამონათვალი იხილეთ ვებგვერდზე: (http://psh.gov.ge/main/page/7/558) იუსტიციის სახლებში სერვისის მიღება კვლავ წინასწარი დაჯავშნის პრინციპითაა შესაძლებელი პორტალიდან – my.gov.ge. ელექტრონული სისტემა მომხმარებელს სერვისს ხუთ ენაზე სთავაზობს - დაინტერესებული პირი ვიზიტის დაჯავშნას ქართულ, აფხაზურ, ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე შეძლებს. იუსტიციის სახლში სერვისის მისაღებად მოქალაქე: · ვიზიტის დასაჯავშნად უნდა ეწვიოს ვებგვერდს – my.gov.ge. · პორტალზე განთავსებულ კალენდარში ჩანიშნოს იუსტიციის სახლის ფილიალში ვიზიტის თარიღი და დრო, რის შემდეგაც მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, სადაც აღნიშნული იქნება ვიზიტის თარიღი, ადგილი და დრო, ასევე, მომსახურების ერთჯერადი კოდი, რომელსაც ის წარადგენს იუსტიციის სახლში ვიზიტისას. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე, იუსტიციის სახლში ვიზიტისას, მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს: · წინასწარი დაჯავშნის გარეშე იუსტიციის სახლში მისული მომხმარებელი შენობაში ვერ მოხვდება; · წინასწარი დაჯავშნის გარეშე გაიცემა მხოლოდ გარდაცვალების სამოქალაქო აქტის პირველადი რეგისტრაციის მოწმობა; · ფილიალში მისულ პირს აუცილებლად უნდა ეკეთოს პირბადე. ნიღბის გარეშე ის შენობაში არ დაიშვება.
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)