03:21 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-19 15:33:09, 898 ნახვა

პოლიტიკა
მაიკლ მაკფოლი - საჭიროა, რომ პრეზიდენტი ბაიდენი უფრო მეტად ჩაერიოს საქართველოს პოლიტიკაში

აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, მაიკლ მაკფოლი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც მაიკლ მაკფოლი წერს, საჭუროა, რომ ჯო ბაიდენი საქართველოს პოლიტიკაში უფრო მეტად ჩაერიოს.

„ცუდია რომ მოლაპარაკებები ვერ შედგა. საჭიროა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი უფრო მეტად ჩაერიოს საქართველოს პოლიტიკაში“, - წერს მაიკლ მაკფოლი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ხელისულებას შორის დიალოგი გაიმართა, თუმცა საკითხების უმრავლესობაზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics