|
2021-03-17 15:09:36, 369 ნახვა
საზოგადოება
ვარკეთილის ხევში პარკის რეაბილიტაცია იწყება
ვარკეთილის ხევში პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ტერიტორია 3 ჰექტარს მოიცავს. რეაბილიტირებული პარკი ყველა ასაკობრივ ჯგუფზე იქნება გათვლილი და სრულად ადაპტირებული - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. „ტერიტორიაზე მოეწყობა მოსასვენებელი სივრცეები საჩრდილობლებით, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის განკუთვნილი საბავშვო მოედნები ატრაქციონებით, სპორტული და სავარჯიშო მოედნები, ღია ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ პარკი, გადმოსახედი ბაქანი. განახლდება არსებული საფეხმავლო ხიდი, ველობილიკი, შეიქმნება ძაღლების სასეირნო სივრცე და რა თქმა უნდა, დაირგვება ახალი ხე-მცენარეები, თავისი სარწყავი სისტემითა და განათებებით“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძემ დედაქალაქის მერიის სამსახურებსა და გამგეობებს რეკრეაციული სივრცეების მოწყობის სამუშაოებში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ქალაქში რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე უნდა შეიქმნას. „ძალიან მიხარია და მეამაყება, რომ ბოლო წლების განმავლობაში რეკრეაციული სივრცეებს მოწყობის თვალსაზრისით ძალიან ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა. როგორც დედაქალაქის შესაბამისი სამსახურები, პროცესში, ასევე, ჩართულები იყვნენ დედაქალაქის გამგეობები. ყველას ძალაინ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, თუმცა გავითვალისწინოთ, რომ ეს ყველაფერი არ არის საკმარისი. კიდევ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე, მეტი რეკრეაცია შევქმნათ, რათა ქალაქმა ისუნთქოს და ეს ჩაბეტონების ტენდენცია, რაც იყო წლების განმავლობაში, შევაჩეროთ“,- განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის მთავრობა მშენებლობების წინააღმდეგი არაა, თუმცა პროექტების ფარგლებში რეკრეაციული სივრცეების არსებობა აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. „კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენ მშენებლობებს არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ იმ მშენებლობების ფარგლებში, რომელიც ხორციელდება, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული მწვანე სივრცეების მოწესრიგება. ეს მიდგომები, რომ აუცილებელია მშენებლობების დროს რეკრეაციული სივრცეების არსებობა და დენდროლოგიური პროექტების შეთანხმება, ჩვენი ურბანული და არქიტექტურის სამსახურების მხრიდან პირდაპირ არის გაწერილი მოთხოვნებში, რეგულაციების დონეზე. ამ ყველაფრის გარეშე მშენებლობები მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ. ვარკეთილის ხევის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2021 წლის ოქტომბრის თვეში იგეგმება.
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)