|
2021-03-16 10:50:22, 394 ნახვა
პოლიტიკა
ვიოლა ფონ კრამონი - მზად ვარ, პოლიტიკურ პარტიებთან მედიაციაში სრულად ჩავერთო
„მზად ვარ, პოლიტიკურ პარტიებთან მედიაციაში სრულად ჩავერთო“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს. მანვე ისაუბრა საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ კრიზისზე და მოუწოდა მხარეებს, რომ გვერდით გადადონ პარტიულ ინტერესები. „ევროპარლამენტი აქტიურად არის დაკავებული საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად. ამიტომ, მე მხარს ვუჭერ პრეზიდენტ მიშელის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს მის მუდმივ შუამავლობაში. მე ველოდები მასთან მჭიდრო თანამშრომლობას. ევროკავშირის შუამავლობის მცდელობების წარმატება დამოკიდებულია ევროკავშირის ინსტიტუტებზე, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ საქართველოში პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესების მიზნით და შემდგომი რეფორმებისკენ მიმავალი გზა. როგორც ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერისა და საარჩევნო კოორდინაციის ჯგუფში (DEG) საქართველოს წამყვანი წევრი, მზად ვარ სრულად ჩავერთო საპარლამენტო მედიაციის მცდელობებში საქართველოს პარლამენტთან და ყველა მხარის პოლიტიკურ პარტიებთან. აუცილებელია თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის პოლიტიკური კლიმატის შექმნა, რაც აუცილებელია ევროპარლამენტისთვის შუამავლობის პროცესში ჩართვისთვის. ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს ყველა პოლიტიკურ პარტიას, გვერდით გადადონ პარტიულ ინტერესებს, თავიანთი დებატების ცენტრში მოათავსონ ქვეყნის მოქალაქეები და პატივი მიაგონ მათ ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)