|
2021-03-14 15:59:05, 643 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით სამი ალტერნატივა გვქონდა, თუმცა ყველაფერი ისევ განხილვის პროცესშია და პასუხს ველოდებით
„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით სამი ალტერნატივა ჰქონდათ, თუმცა ჯერ ისევ პასუხს ელოდებიან. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ახალ პოზიციებს განიხილავენ. „მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ პროგრესი ნამდვილად გვაქვს, მაგრამ ჯერ არ არის ის ნიშნული, რაზეც შეიძლება შეთანხმება შედგეს, ეს მე პოზიტიურად განმაწყობს, რადგან დღეს კიდევ ორი შეხვედრა გვექნება და შესაძლოა მხარეების პოზიცია კიდევ უფრო დაახლოვდეს. დიდი მადლობა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს მათი დამსახურებაა, ეს ბლიც-მოლაპარაკებები 5 თვის შემდეგ და ვფიქრობ, რომ ყველას რაციონალური მიდგომა უნდა გვქონდეს. ჩვენ განვიხილავთ ახალ პოზიციებს „ქართული ოცნების“ მხრიდან. ასევე ხაზი მინდა გავუსვა, დოკუმენტი რაზეც ვმუშაობდით, ეს არის ამერიკის მიერ დადებული საბაზისო სტადარტი, რის გარშემოც მუშაობა მიმდინარეობს, ვფიქრობ ეს გარდამტეხი იქნება შეთანხმების პროცესში. განიხილება 6-ივე პუნქტი, განიხილება პოლიტპატიმრების საკითხი, სააარჩევნო რეფორმა და რიგგარეშე არჩევნების თემატიკაც, როგორ შეიძლება მივიდეთ აქამდე. ჩვენ ვთქვით სამი ალტერნატივა რიგგარეშე არჩევნების თუმცა ყველაფერი ისევ განხილვის პროცესშია. კონკრეტულად ვერ გეტყვით თარიღს“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)