|
2021-03-08 13:55:26, 694 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა მოლაპარაკების შედეგს აზიანებს
ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა მოლაპარაკებებში სიტუაციას კრიზისის განმუხტვამდე არ მიიყვანს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიცია არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ მოგონილი საბაბით მოლაპარაკების ჩაშლის შესაძლებლობას. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ პერსონალურად ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა მოლაპარაკების შედეგს აზიანებს და არ მიიყვანს სიტუაციას კრიზისის განმუხტვამდე, უფრო პირიქით, ამიტომ, გვინდა მოვუწოდოთ „ქართულ ოცნებას“, თავი შეიკავოს პროვოკაციული ნაბიჯისგან და რაუნდები თუ იქნება, წარმოადგინოს სხვა ლიდერები, მაგრამ ამასთანავე, „ქართულ ოცნებას“ არ მივცემთ შესაძლებლობას ხელი გაიშვიროს და რაიმე მოგონილი საბაბით ჩაშალოს მოლაპარაკება“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)