06:35 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-26 14:50:31, 475 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიციამ საპროტესტო აქციების გეგმა გააჟღერა და სახელმწიფო უწყებების პიკეტირება დააანონსა

ოპოზიცია 2, 5, 9, 11 და 13 მარტს სახელმწიფო უწყებების პიკეტირებას აანონსებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ, განაცხადა.

დეკანოიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სხვადასხვა უწყების პიკეტირების თარიღი და ოპოზიციის სამოქმედო გეგმა გააჟღერა.

„ჩვენ თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებთან ერთად 2 მარტს ვგეგმავთ პარლამენტის შენობის პიკეტირებას. იმისთვის, რომ ჩვენი ხმა გაიგოს რეჟიმმა და ამ შენობაში საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლოში, სადაც გავრილოვი წამოასკუპეს, ვერც ერთი გავრილოვის მსახური ვერ დაჯდეს.

5 მარტს ვგეგმავთ კანცელარიის შენობის პიკეტირებას იმისთვის რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთ მსახურს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც უშინაარსო ადამიანია.

9 მარტს ჩვენ ვგეგმავთ აქციას შსს-სთან, იმიტომ რომ ეს უწყება დღეს არის ერთი ადამიანის ნება სურვილის შემსრულებელი და იჭერს აქტივისტებს.

11 მარტს ჩვენ ვგეგმავთ აქციას ამ რეჟიმის მთავარ სიმბოლოსთან, სასამართლოსთან, რომელიც გადაიქცა მურუსიძის-ჩინჩალაძის და ყველა მნიშვნელოვანი უსამართლობისა და პოლიტიკური მართლმსაჯულების მთავარ სიმბოლოდ.

13 მარტს ამ აქციების ბოლოში ჩვენ კიდევ ერთხელ პარლამენტთან ვიკრიბებით ერთად ბევრნი და ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მარში და აქცია თავისუფლებისთვის“, - განაცხადა ხატია დეკანოძემ.




ავტორი: ანი მელაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პრეზიდენტი - პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა!
შსს - სამართალდამცველებმა აქციაზე ადმინისტრაციული წესით 2 პირი დააკავეს
კახა კალაძე: ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს
კახა კალაძე: ყველა იბრძვის იმისათვის, რომ უცხოური გავლენები შეამციროს თავიანთ ქვეყნებში

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics