13:09 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-26 14:44:44, 686 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას საერთო მოთხოვნებს უყენებენ და აცხადებენ, რომ პოზიცია არ გადაისინჯება

პარლამენტის წინ, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, პარტია „ლელოს“ წევრმა ოპოზიციის ერთიანი მიმართვა წაიკითხა.

როგორც ერთობლივ მიმართვაშია აღნიშნული, მათი მოთხოვნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნა, უცვლელია.

ამასანავე, წერილში წერია, რომ ოპოზიციური პარტიების მთავარი მოთხოვნები არ გადაისინჯება.

„დღეს, საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, ივანიშვილის რეჟიმი საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს თავისუფლებისა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის. საპარლამენტო არჩევნების გაყალბების, ნიკა მელიას უკანონო დაპატიმრების და ოპოზიციური პარტიის ოფისის შტურმით აღების შემდეგ, საფრთხე საფრთხე უფრო რეალური გახდა, ივანიშვილის მოღალატეობრივი პოლიტიკა აწყობს მხოლოდ რუეთს, ოკუპანტს, რომლის ამოცანაც ჩვენი სუვერენიტეტის დამხობაა. ამ ტიპის განსამუხტად და პროცესების მშვიდობიან რეჟიმში დასაბრუნებლად, აუცილებელია პოლიტიკური დევნის შეწყვატა, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა - ეს არის საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების მთავარი მოთხოვნა და ეს პოზიცია არ გადაისინჯება“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics