|
2021-02-25 15:36:09, 612 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - თუ კახა კალაძეს აწუხებს ის, რაც მოხდა, გამოვიდეს და თქვას, ან მოეშვას მიკიბ-მოკიბულ საუბარს
თუ ის ხვდება, რომ ქვეყანა გახლეჩისა და დაპირისპირებისკენ მიჰყავს ღარიბაშვილს და ივანიშვილს, გამოვიდეს და თქვას, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებას. მისი თქმით, თბილისის მერი უნდა გამოვიდეს და თქვას რაც გულში აქვს, რადგან ახლა პირდაპირობის დროა. „ნამდვილად ვერ დავკავდები კალაძის ფსიქოანალიზით. თუ მას აწუხებს ის, რაც მოხდა, თქვას. თუ ის ხვდება, რომ ქვეყანა გახლეჩისა და დაპირისპირებისკენ მიჰყავს ღარიბაშვილს და ივანიშვილს, გამოვიდეს და თქვას. მას მეტი პასუხისმგებლობა აქვს და როდესაც რიგით პოლიციელებს ვთხოვთ პასუხისმგებლობას, თბილისის არჩეულ მერს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს. ამიტომ, ასეთი ამბივალენტური საუბრები, რომლებიც იმასაც ტოვებს და ამასაც, იქითაც ვარ და აქეთაც, ქიციც ვარ და ქიცმაცურიც, ესეც მინდა და ისიც მინდა, ასეთი საუბრების დრო აღარ არის. ახლა პირდაპირობის დროა, თქვას, რაც უდევს გულში ან მოეშვას ამ მიკიბმოკიბვას“, - განაცხადა გიგი უგულავამ. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის და დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დღეს საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია და კომპრომისი აუცილებელია.
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)