13:55 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-24 18:41:12, 580 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძის განცხადებით, კონგრესმენების შეფასებების შემდეგ, „ქართული ოცნებისთვის“ სანქციების შემოღება დროის საკითხია

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, თუ „ქართულმა ოცნებამ“ ასე გააგრძელა, სანქციების შემოღება დროის საკითხი იქნება.

როგორც მან აღნიშნა, ამერიკელი კონგრესმენები ოფიციალურად გვეუბნებიან, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზა წარსულში დარჩა.

„ის, რასაც დღეს ვხედავთ აღარ არის კრიტიკის ტალღა, ეს არის კრიტიკის ზვავი, რომელიც „ქართული ოცნების“ ერთმა ნაწილმა დაატეხა საკუთარ თავსაც და ჩვენს ქვეყანასაც. როდესაც ამერიკის კონგრესის ორივე პალატის ოთხი წამყვანი კონგრესმენი, რომელთა ხელშიც არის ამერიკასთან ურთიერთობა, ოფიციალურად დაწერილ ტექსტში იყენებს ტერმინს პოლიტიკური პატიმარი და ახსენებს კონკრეტულ გვარებს; როდესაც ეს ადამიანები ოფიციალურად გვეუბნებიან, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზა არის წარსულში, ამ გზაზე გარდაუვლად იქნება სანქციები. მე ყოველთვის სკეპტიკურად და ფრთხილად ვუყურებდი სანქციების რეალისტურობას, მაგრამ დღეს დარწმუნებული ვარ, თუ „ქართულმა ოცნებამ“ ასე გააგრძელა, სანქციების შემოღება არის უბრალოდ დროის საკითხი“, - განაცხადა დავით ბაქრაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics