|
2021-02-24 12:32:58, 600 ნახვა
საზოგადოება
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიამ საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტესტირება წარმატებით გაიარა
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის სპეციალისტებმა წარმატებით გაიარეს საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტესტირება. საკვალიფიკაციო ტესტირება ორგანიზებული იყო ჩეხეთის სოფლის მეურნოების ზედამხედველობის და ტესტირების ცენტრალური ინსტიტუტის (UKZUZ) მიერ, რომელიც სპეციალური კანონების შესაბამისად, საერთაშორისო დონეზე ახორციელებს ექსპერტულ და გამოსაცდელ სამუშაოებს, აგრეთვე კონტროლისა და მონიტორინგის ღონისძიებებს მავნე ორგანიზმებისგან დაცვისა და მცენარეთა დაცვის სფეროში. საკვალიფიკაციო ტესტირება სვიის ჭკნობასთან ასოცირებული ვერტიცილიუმის გვარის სახეობების იდენტიფიკაციას ეხებოდა (Interlaboratory comparison test for the identification of Verticillium species associated with hop wilt disease, 2020). საკვალიფიკაციო ტესტირების მიზანია, დაამტკიცოს, რომ ლაბორატორიას შეუძლია სოკო ვერტიცილიუმის სახეობების ზუსტი იდენტიფიკაცია. აღნიშნული მოთხოვნა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ 100%-ით შეასრულა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის პერსონალი ყოველწლიურად წარმატებით გადის პროფესიულ საკვალიფიკაციო ტესტირებებს. ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები კი, საერთაშორისოდ აკრედიტირებულია. დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული კვლევების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/Ge/Tariffs
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)