16:33 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-23 10:00:53, 498 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - როდიონოვების, გავრილოვების, რუსების, ბოლშევიკებისა და ოლიგარქების არ გვეშინია

„როდიონოვების,  გავრილოვების,  რუსების,  ბოლშევიკებისა და ოლიგარქების ჩვენ არ გვეშინია“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა,  ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც დეკანოძე ამბობს, ნიკა მელია იქნება თავისუფალი.

„როგორც მოსალოდნელი იყო დღეს ბიძნა ივანიშვილი რეჟიმმა და ნაძირალა ღარიბაშვილმა გადაწყვიტა რომ საბჭოთა არმიის დაბადების დღეს საბოლოოდ  გადაიქცნენ ბოლშევიკურ რეჟიმად. დღეს მთელმა მსოფლიო ნახა, რომ მთავარი ოპოზიციური ძალის შენობაზე მიტანილი იყო შტურმი იმისთვის,  რომ დაეპატიმრებინათ ჩვენი პარტიის თავმჯდომარე,  ნიკა მელია. მე მინდა ყველას პირობა მივცე,  რომ ნიკა მელია იქნება თავისუფალი და ქვეყანაც იქნება თავისუფალი. როდიონოვების,  გავრილოვების,  რუსების,  ბოლშევიკებისა და ოლიგარქების ჩვენ არ გვეშინია.

დღეს ეს ოფისი არის ეპიცენტრი. წაიღეს სერვერები და გაანადგურეს, ადამიანები დაწამლეს. აქედან მივდივართ კანცელარიასთან, სადაც ზის მთავარი როდიონოვი, რომელმაც მოუწყო სასაკლაო ადამიანებს. მობრძანდით 15:00 საათზე კანცელარიასთან“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
დუროვმა რუსეთში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალს ფოტოთი უპასუხა
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ივანიშვილის ფულს შეუერთდეს
თინათინ ბერძენიშვილი ხელახლა აირჩიეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics