|
2021-02-22 12:55:08, 549 ნახვა
საზოგადოება
კერძო ბაღების წარმომადგენლები მთავრობას 1-ლი მარტიდან გახსნის მოთხოვნით მიმართავენ
კერძო ბაღების წარმომადგენლები მთავრობას ბაღების 1-ლი მარტიდან გახსნის მოთხოვნით მიმართავენ. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საგანმანათლებლო ასოციაცია „მნათის“ ხელმძღვანელმა გიგი სისვაძემ, კერძო ბაღის „მწვანე ალუბლის“ დირექტორმა თამარ ბაქრაძემ და კერძო ბაღის, „აკუნა მატატას“ ხელმძღვანელმა ქეთი აბაზაძემ ისაუბრეს. მათი თქმით, კერძო ბაღების სექტორში ფინანსური კრიზისი. „კერძო ბაღებთან დაკავშირებით სიტუაცია მძიმეა. უკვე წელიწადზე მეტი ხდება, რაც ფუნქციონირება გვაქვს შეწყვეტილი. პირველივე შეზღუდვისთანავე კერძო ბაღებს ფუნქციონირება შეუწყდათ და ფაქტობივად, ყველაზე ბოლოები ვიხსნებით. ეკონომიკურ რგოლში ყველა სუბიექტს მეტ-ნაკლებად დაწყებული აქვს ფუნქციონირება და კერძო ბაღები არიან ყველაზე სავალალო მდგომარეობაში. გადაწყვეტილების მიღების დროს მრჩება შთაბეჭდილება, რომ საჯარო ბაღებთან მიმართებაში ხდება კერძო ბაღების საკითხის განხილვა, რაც არასწორია. ამ მიმართულებით მინდა მივმართო უწყებათაშორის საბჭოს და ეპიდემიოლოგებს, რომ ამ სეგმენტს ერთი და იგივე ინდიკატად ნუ გააიგივებენ, რადგან ჩვენ ვართ დამოუკიდებლები და არ ვექვემდებარებით არც ბაღების სააგენტოს და არც ჩვენი საქმიანობის პროფილი მიესადაგება საჯარო ბაღების ფუნქციონირებას. მასშტაბურად ისინი გაცილებით დიდები არიან, ვიდრე ჩვენი სექტორი“, - განაცხადა გიგი სისვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)