|
2021-02-20 12:17:00, 490 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის დეპუტატებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის სამთავრობო პროგრამა მოისმინეს
საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის სამთავრობო პროგრამა მოისმინეს „გარემოსდაცვითი ღონისძიებების მიმართულებით, უკანასკნელ პერიოდში, არაერთი რეფორმა გატარდა; მოხდა დაცული ტერიტორიების გაფართოება; 2012-2020 წლებში, დაცული ტერიტორიების ფართობი 288 539.5 ჰექტარით გაიზარდა. განხორციელდა სატყეო სექტორის რეფორმა და მივიღეთ ახალი ტყის კოდექსი. ამ მნიშვნელოვანი რეფორმისთვის მოვიპოვეთ უპრეცედენტო საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერა - კლიმატის მწვანე ფონდმა (GCF) საქართველოს 33 მილიონი ევრო გამოუყო. ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, 2017 წლიდან მოქმედებს საწვავის მაღალი სტანდარტი და კონტროლდება მისი ხარისხი. სამრეწველო ობიექტებიდან ჰაერის დაბინძურების შემცირებისა და გამონაბოლქვის კონტროლის ევროპული სისტემის დანერგვის მიზნით, შემუშავდა და საქართველოს პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები. დამტკიცდა 2020-2022 წლების ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა; 60 მილიონი ლარი დაიხარჯება რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. განხორციელდა ფუნდამენტური რეფორმა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სფეროში. ევროპული მოთხოვნების შესაბამისად შემუშავდა და პარლამენტის მიერ 2 მოსმენით მიღებულია „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტი. ჩვენ სრულიად ვცვლით სახელმწიფო კონტროლის ფორმას; ეს იქნება გარემოსთვის ზიანის მიყენების პრევენციაზე ორიენტირებული სისტემა. ჩამოყალიბდა ნარჩენების მართვის თანამედროვე, ევროპულ პრინციპებთან შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა; მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვის მიზნით, მიღებულია ახალი რეგულაციები. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ჩვენ გვექნება კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ბოჭორიშვილი: ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა
საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების ეკოსისტემა - ინიციატივა, რომელიც ფინანსურ განათლებას ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომს ხდის
დუროვმა რუსეთში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალს ფოტოთი უპასუხა
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)