18:32 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-19 15:27:29, 538 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე პრეზიდენტს - კონცენტრირდით ირანულ მამლებზე, ანტიკვარიატზე და დაქალების ექსკურსიაზე

რაც ნაკლებს ისაუბრებთ მით ნაკლებად დააზიანებთ საქართველოს - კონცენტრირდით დაქალების ექსკურსიაზე, ანტიკვარიატსა და ირანულ მამლებზე, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წერმა, დავით ბაქრაძემ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს აქვს ნულოვანი ნდობა საზოგადოებისა და ოპოზიციის მხრიდან.

„გავიმეორებ ჩემს ტრადიციულ რჩევას ქალბატონი ზურაბიშვილის მიმართ, რაც ნაკლებს ისაუბრებთ, მით ნაკლებად დააზიანებთ საქართველო, მით ნაკლებ საფრთხეს და ზიანს მიაყენებთ ამ ქვეყნის მომავალს, ამიტომ კონცენტრირდით ირანულ მამლებზე, ანტიკვარიატზე, დაქალების ექსკურსიაზე და დაანებეთ თავი იმას, რაც არ გესმით. პოლიტიკური დიალოგი და ვითარების განმუხტვა არ არის თქვენი კომპეტენცია, თქვენ გაქვთ ნულოვანი ნდომა საზოგადოებისა და ოპოზიციის მხრიდან, რომ შუამავლის როლი ითამაშოთ ამ პროცესსში, ამიტომ დაანებეთ თავი იმას, რაც არ იცით და არ გესმით, მიხედეთ იმას რაც გესმით, მამლებს, ექსკურსიებს და სასახლის მოწყობას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სააგენტო: 30-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა, სეტყვა და ღვარცოფის საფრთხეა მოსალოდნელი
ქარელში კაცმა ბენზინი გადაისხა - კაცი კლინიკაშია გადაყვანილი
ქობულეთში ცოლზე ძალადობის ბრალდებით კაცი დააკავეს
ბაქომ უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად 40 ტონა აღჭურვილობა გაუგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics