18:31 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-19 11:24:46, 421 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტს დღეს წარედგინება

მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს დღეს წარედგინება.

აღნიშნულის გამო 18:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოში ბიუროს სხდომაა ჩანიშნული.

კონსტიტუციის 56-ე მუხლის თანახმად, პარლამენტს 2-კვირიანი ვადა აქვს, რომ ახალ პრემიერ-მინისტრს და მის მიერ შეთავაზებულ მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადოს.

ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გუშინ დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის პოსზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წარადგინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააგენტო: 30-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა, სეტყვა და ღვარცოფის საფრთხეა მოსალოდნელი
ქარელში კაცმა ბენზინი გადაისხა - კაცი კლინიკაშია გადაყვანილი
ქობულეთში ცოლზე ძალადობის ბრალდებით კაცი დააკავეს
ბაქომ უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად 40 ტონა აღჭურვილობა გაუგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics