|
2021-02-15 13:25:02, 468 ნახვა
პოლიტიკა
იაგო ხვიჩიას განცხადებით, ოპოზიცია მიშას თამაშს თამაშობს
„პოლიტიკური ცენტრი გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ოპოზიცია მიშას თამაშს თამაშობს. როგორც მან ოპოზიციის შეხვედრის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, სააკაშვილს პროპორციული ბარიერი არ აწყობს, რადგან ურჩევნია ნიკა მელია გაწიროს ციხისთვის. „მიშას თამაში არის ის, რომ ნიკა მელია პოლიტპატიმრად ამ წუთას ყველაზე მეტად აწყობს მიხეილ სააკაშვილს. მას არ აწყობს პროპორციული ბარიერი. ურჩევნია, რომ ნიკა მელია გაწიროს და იყოს ციხეში. შეხვედრაზე ვახო მეგრელიშვილმა დასვა სამი შეკითხვა: 1) თუ გაქვთ მტკიცებულებები გაყალბებაზე, რომელზეც ფასულიტატორები იძახიან რომ ვერ ამტკიცებთ, გთხოვთ მოგვაწოდოთ, ჩვენ დავამტკიცებთ და გამოვიკვლევთ. 2) გვეთანხმებით თუ არა პროპორციულ არჩევნებზე ბუნებრივი ბარიერით? ჩვენთვის ეს არის გზა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვერ ჩაიგდოს ხელში ძალაუფლება. 3) რას ვშვებით იმ შემთხვევაში თუ ნიკა მელიას დააკავებენ? რაში მივიღოთ ჩვენ მონაწილეობა? „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ იყვენენ დესტრუქციულები და პატარა პარტიები მათ ბანივით ყვებოდნენ. ფაქტობრივად ხალხმა, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისშია, ერთხმად დაგვიდასტურა, რომ ისინი მიშას თამაშს თამაშობენ. ბოლოს კახა კუკავამ თქვა, რას მერჩით, მათამაშეთ, მიშას თამაში მინდაო“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)