|
2021-02-11 14:27:56, 6679 ნახვა
კულტურა
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნება წარმოდგენილი
მას შემდეგ, რაც 1993 წელს თემურ ბაბლუანის ფილმს "უძინართა მზე" ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე "ვერცხლის დათვი" გადაეცა, ფესტივალის მთავარ კონკურსში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი არ შერჩეულა. თითქმის 30 წლიანი პაუზის შემდეგ კი ბერლინალეს მთავარ სელექციაში ალექსანდრე კობერიძის ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართება. ფილმი საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა და მისი სახელწოდებაა "რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?". ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე. ასევე, ბერლინალეს წლევანდელ გამოშვებაში იქნება წარმოდგენილი სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი "მოთვინიერება". ბერლინში ფილმს აჩვენებენ სექციაში "ფორუმი". ის შვეიცარია-გერმანია-საქართველოს კოპროდუქციაა. ორივე ფილმი შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. პანდემიის გამო, ბერლინის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ჩვეული ფორმატით არ გაიმართება. 1-5 მარტს მოეწყობა ევროპული კინოს ვირტუალური ბაზრობა Industry Event, ხოლო 9-20 ივნისს ზაფხულის გამოშვების (Summer Special) ფარგლებში ნაჩვენები იქნება ფესტივალის მიერ შერჩეული ფილმები. ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ეროვნული კინოცენტრი წელს უკვე მეთექვსმეტედ წარადგენს საქართველოს პავილიონს, სადაც ინდუსტირული კუთხით იმუშავებს ეროვნული კინოცენტრის გუნდი კინოცენტრის დირექტორის – გაგა ჩხეიძის ხელმძღვანელობით. პანდემიის გამო პავილიონი ვირტუალური იქნება, შეხვედრები კი ონლაინ რეჟიმში გაიმართება კინოფესტივალების პროგრამერებთან, გაყიდვების აგენტებთან, დისტრიბუტორებთან და პროდიუსერებთან. საქართველოს ვირტუალური პავილიონის სტუმრები გაეცნობიან ინფორმაციას თანამედროვე ქართული კინოინდუსტრიის, მიმდინარე პროექტებისა და ქართული კინომემკვიდრეობის შესახებ. კინოცენტრის გუნდს შესაძლებლობა ექნება გაუწიოს პოპულარიზაცია საქართველოში ბოლო წელს წარმოებულ კინოპროდუქციას. ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი კინომოვლენაა, რომელიც კანისა და ვენეციის კინოფესტივალებთან ერთად, ევროპის წამყვან კინოფესტივალთა სამეულში შედის. მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში მყოფი საქართველოს თანამშრომლობა ფესტივალთან 1986 წელს იწყება, როდესაც გიორგი შენგელაიას ფილმს "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა" ბერლინალეზე "ვერცხლის დათვი" გადაეცა საუკეთესო რეჟისურისთვის. მას შემდეგ ბერლინში არაერთი ქართული ფილმის პრემიერა გაიმართა. ბოლო წლებში სექციებში "ფორუმი" და "პანორამა" წარმოდგენილი იყო ისეთი ქართული ფილმები როგორებიცაა "გრძელი ნათელი დღეები", "სუსა", "გაღმა ნაპირი", "ჩემი ბედნიერი ოჯახი", "ჩემი საბნის ნაკეცი", "შემთხვევითი პაემნები", "პატარძლები", "მძევლები", "მზის ქალაქი", "ჰორიზონტი" და სხვ.
ტრამპი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ რვა ომი დაასრულა
ანი ნადარეიშვილი, ბაჩო ახალაიას ცოლი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გახდა
მოსამართლე გიორგი არევაძემ გაამართლა თურქი ბიზნესმენი, რომელმაც 20 წლის ფეხბურთელი გოგონა გაუპატიურებაში ადანაშაულებდა
პროკურატურა - გურჯაანში 60 წელს გადაცილებული მამაკაცი რამდენიმე წლის განმავლობაში, ძალადობით, არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებებს ახორციელებდა, შემდეგ კი გააუპატიურა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)