|
2021-02-08 21:25:58, 587 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - მმართველი გუნდი ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო საარჩევნო სისტემასაც
„მმართველი გუნდი ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნები" ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მართველი პარტია და საზოგადოება სხვა საპარლამენტო პარტიების პოზიციებსაც ელოდება. „ყურადღება მინდა შევაჩერო ერთ მნიშნელოვან საკითხზე, ბოლო რამდენიმე დღეა გვესმის ჩვენი კოლეგებისგან განცხადება, რომ თუ ჩვენ დავთანხმდებით ნულოვან ბარიერს ყველა საპარლამენტო არჩევნებში, ისინი შემოვლენ პარლამენტში. ვხდებით, რომ საუბარია პარტია „გირჩზე“. ისინი ასევე აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში სხვა პარტიებიც შემოვლენ, ეს განცხადებები იყო საჯარო და ასევე პირად საუბრებშიც. შეგახსენებთ, რომ მემორანდუმით, რომელიც ღია ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, ჩვენ ისედაც გვაქვს ვალდებულება, რომ საარჩევნო ბარიერმა დაიწიოს 0-დან 3-%მდე. მართველი გუნდი ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც, თუმცა ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი გადაწყვეტილება თუ რა სჯობს ქვეყნისთვის. სამწუხაროთ, დღემდე არ მოგვისმენია სხვა საპარლამენტო პარტიების დამოკიდებულება და პირობა იგივე საკითხთან დაკავშირებით. საზოგადოება იმსახურებს, იცოდეს მათი პოზიცია ემთხვევა თუ არა პარტია „გირჩი“ პოზიციებს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)