02:09 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-02 11:04:17, 572 ნახვა

პოლიტიკა
არ იყო მარტივი აქამდე მოსასვლელი გზა, თუმცა თავაწეული შემოვედი - ალეკო ელისაშვილი პარლამენტში მივიდა

არ იყო მარტივი აქამდე მოსასვლელი გზა, თუმცა მეც და ლევან იოსელიანიც, პარლამენტში თავაწეულები შემოვედით, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში მისულმა განაცხადა.

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, მისი მიზანია „ქართულ ოცნებასთან“ გაფორმებულ მემორანდუმში ჩამოთვლილი პუნქტების კანონად ქცევა.

„არ იყო მარტივი აქამდე მოსასვლელი გზა, იცით რაც გამოვიართე, მეც და ლევან იოსელიანმაც, თუმცა ჩვენ ნამდვილად თავაწეულები შემოვედით აქ, იმიტომ რომ 4 პოლიტპატიმარი, ვისზეც ვლაპარაკობდით არის გათავისუფლებული და ბოლოს, მოლაპარაკების მაგიდას მხოლოდ მე და ლევანი შემოვრჩით და იმ მოლაპარაკებების შედეგად გამოვიდა ბოლო 2 ადამიანი და ასევე, გაფორმებულია მემორანდუმი, რომელიც სინამდვილეში ამ ქვეყნის პერსპექტივაა და პირველ რიგში, ჩვენ ვაპირებთ ამ მემორანდუმში ჩამოთვლილი პუნქტების კანონად ქცევას და ამაზე მუშაობას“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.









ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics