|
2021-01-31 16:02:16, 592 ნახვა
საზოგადოება
მეუფე იაკობი გარეჯზე - ვის უნდა მიანდო ეს საქმე, ვინც განზრახულად იძახის ეს მიწა სხვისიაო? სახელმწიფო თუ არა, მაშინ ამას ეკლესია გაარკვევს
ვის უნდა მიანდო ეს საქმე, ვინც განზრახულად იძახის ეს მიწა სხვისიაო? სახელმწიფო თუ არა, მაშინ ამას ეკლესია გაარკვევს, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ივერი მელაშვილთან და ნატალია ილიჩოვასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მეუფემ ასევე აღნიშნა, რომ არავის უნდა ვინმე ციხეში იყოს, თუმცა დავით-გარეჯის საქმესთან დაკავშირებით სამივე ხელისუფლება უსუსური იყო. „ასეთ საქმეებს ვის ანდობ, ერთი რომელიც წინასწარ განზრახულად იძახის, რომ სხვისია ეს მიწა, ვინა ხარ შე, რა ვინ გეკითხება, წადი დაეტიე, სადაც ხარ, იქ დაეტიე. არავის უნდა ციხეში რომ იყოს, მაგრამ გარეჯასთან სამივე ხელისუფლება უსუსური იყო და შიდა ერთმანეთის ჭამით არაფერი გამოვა“, - განაცხადა მეუფე იაკობმა. მეუფის თქმით, რადგან ეკლესიაში არიან ეს არ ნიშნავს, რომ კაცობა არ იციან და თუ სადმე ომი ყოფილა ყველგან სისხლი დაღვარა. მისივე აზრით, ვინც გასარიყია საზოგადოებიდან მას სწორედ ასე უნდა მოექცნენ. „თუ სახელმწიფოს არ შეუძლია, ადრეც მითქვამს, ჩვენ შეგვიძლია რომ გავარკვიოთ ცივილიზებულად და მოხდეს ისე, რომ ორივე მხარე მადლობელი დარჩეს. ვიცი. რასაც ვამბობ. ნახეთ აზერბაიჯანელები, როგორ გვჯობიან, წითელი კომისიის ძეგლი არ ააღებინეს მარნეულში, ჩვენიანიაო და შენ შენს მიწას, შენს ისტორიას როგორ აძლევ, როცა ქართველის გარდა იქ არავის უცხოვრია. ვისას აძლევ, ჯერ კარტოგრაფიც არ ხარ, მიწათმომწყობი ხარ, ვინც კარტოგრაფები არიან კარგად იციან და რუსული რუკით რატომ მიწყვეტ, შენ რომელიც გაქვს? დავილაპარაკებთ აზერბაიჯანთან ჩვენ. ჩვენსავით დოყლაპიები კი არ არიან, თავიანთი მიწების დაბრუნება, რომ უნდათ, ხომ ხედავ, რასაც შვებიან და შენ ვისას აძლევ? მართლა ეკლესიაში რომ ვართ, ის ხომ არ გონიათ, კაცობაც ვიცით და ყველაფერი, თუ სადმე ომი ყოფილა, ყველგან ნაომარი ვარ მე და ჭკვიანად იყვნენ, ამით კი არ ვემუქრები, მოდიან მარტო ფულს შოულობენ, ხელისუფლებაში მოდიან, ფულის შოვნის გარდა არაფერი... ტკბებიან სკამებით. ასე რომ, დავიცვათ ჩვენ ჩვენი. ისეთ ადამიანს არაფერი უნდა, ქუჩაში რომ გამოივლის, გამარჯობაც არ უნდა უთხრა და უნდა გარიყო ისინი, ვინც მხარს უჭერენ, გასარიყები არიან, ერთიანი საქართველოს იდეას სპობენ, მასეთების ადგილი, ვინც არ შეინანებს, არ არის ჩვენთან, თავიანთ პატრონებთან წავიდნენ. ვისას აძლევ ის სახელმწიფოსიც არის და ეკლესიისაც და ეკლესია და სახელმწიფო რამ გაყო, შეიძლება ისე გაყოფილები ვართ. ჩემზე მეტი ქართველია ახლა გარეთ რომ არის? ჩემზე მეტი სისხლი დაუღვრიათ გარეჯში? მამა კირიონს რომ ედრებიან, მაგის ან კაცობა ჰქონდეთ ერთად აღებული და ან რამე ჰქონდეთ, თუ არ დაუბრუნებენ ესენი, რაც ჩვენია ჩვენი იქნება, გპირდებით ამას“, - აცხადებს მეუფე იაკობი.
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - ევროპა ოპოზიციის აკრძალვის შესახებ მოსმენების წინ, დააკვირდება ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას
დიდი ბრიტანეთი საუდის არაბეთში ჰუსიტების თავდასხმებისგან დასაცავად Typhoon-ის გამანადგურებლებს გაგზავნის
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)