19:36 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-21 14:35:31, 577 ნახვა

პოლიტიკა
საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო

საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო.

აღნიშნულის შესახებ საქართველოს ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა და მოქმედმა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო! გილოცავთ ყველას დიდ გამარჯვებას!

საქართველომ რუსეთს დავა მოუგო!

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ზეპირ სხდომაზე გამოაცხადა!

ასეთი დოკუმენტი საქართველოს აქამდე არასოდეს ჰქონია, რადგან ის სამართლებრივი დოკუმენტია და სამართლებრივად უპირისპირდება საქართველოს განუყოფელი ნაწილების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ ყოველგვარ აღიარებასა და თვითაღიარებას. ეს ის სამართლებრივი დოკუმენტია, რომელიც საქართველოს სამართლებრივი და პოლიტიკური პოზიციების რეალური გაძლიერების საშუალებას მისცემს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის გზაზე“, - წერს წულუკიანი.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოს საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება დღეს უნდა გამოექვეყნებინა. სასამართლოს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.




ავტორი: თეონა დორეული, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსებმა ხარკოვის ოლქში ბალაკლიას რაიონი დაბომბეს - არიან დაშავებულები
გვარამია - საქართველოს მოჭრილი აქვს გზა ევროპისკენ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი მიღებული იქნება
მდინარაძე - ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერი რეზოლუციაში არის მორიგი თაღლითობა და ცარიელი შანტაჟი
NGO-ები - ხელმომწერი ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ვიდრე ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics