00:57 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-20 15:08:02, 638 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს

„ქართულ ოცნებას" თუ გამოგვგლეჯთ რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აუცილებლად შევალთ პარლამენტში", - ამის შესახებ „მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მისი პარტია რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.

„მეც და ჩვენმა პარტიამაც ამ ცირზე დავასრულეთ ლაპარაკი, რაც ოპოზიციაშია მოწყობილი. ვისაც დამატებითი კითხვები აქვს ჩემთან, ხაზარაძესთან, სხვებთან დაკავშირებით, გადახედოთ ჩემ წარსულს რა გამიკეთებია ჩემი ქვეყნისთვის, ხალხისთვის, სად ვიყავი წლების განმავლობაში და გადახედონ სხვების წარსულს, ვინ სად, როდის, სად იყო, ვისთან იყო შეკრული, ვისთან იყო გამოკრული და ა.შ. გარიყვების და გამორიყვების არც გვეშინია და ძალიან გვეღიმება ამ ყველაფერზე.

ჩვენ ისედაც ვიცოდით რაც გვინდოდა, უბრალოდ გვინდოდა რომ დანარჩენებთან ამოგვეწურა რესურსი, დაგვერწმუნებინა. არ უნდათ, ნუ უნდათ. ჩვენ ვიცით რასაც გავაკეთებთ, ისედაც ვიცოდით რასაც ვაკეთებთ და ამაზე, სულ რამდენიმე დღეში ვიტყვით. „ქართულ ოცნებას" თუ გამოგვგლეჯთ რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აუცილებლად შევალთ პარლამენტში", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 




ავტორი: თეონა დორეული, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics