00:52 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-18 16:32:52, 678 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე - თვითმმართველობის არჩევნების ერთგვარ პლებისციტად გამოყენება მიუღებელი და პრინციპულად არასწორია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების ერთგვარ პლებისციტად გამოყენება მიუღებელია.

მისი თქმით, სხვა განსახილველ საკითხებზე მოსალაპარაკებლად მმართველი გუნდი სრულ მზადყოფნაშია.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ეს ინიციატივა პრინციპულად არასწორია, თუმცა სხვა განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად მმართველი პარტია სრულ მზადყოფნაშია:

„თემები, რომელთა ირგვლივაც შეიძლება შედგეს მნიშვნელოვანი შეთანხმება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, რა თქმა უნდა, არ ამოიწურება იმ შემოთავაზებით, რომელიც უკავშირდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამოყენებას ერთგვარი პლებისციტის გამოყენების სახით. ეს ინიციატივა ჩემთვის ნამდვილად მიუღებელია, არ არის სწორი პრინციპულად და ყველა შემთხვევაში უარსაყოფია.

რაც შეეხება სხვა საკითხებს და ასეთი საკითხთა წრე საკმაოდ ფართოა, მათ შორის, უმნიშვნელოვანესია საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით გარკვეული შეთანხმება და კონსულტაციები, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით, გვექნება სრული მზადყოფნა, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებები“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, „პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ და „მოქალაქეები“ გამოდიან ინიციატივით, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების ერთგვარ პლებისციტად გამოყენებას გულისხმობს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics