01:27 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-18 15:14:35, 625 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციაში მიმდინარე შიდა კონსულტაციებს აზრი არ აქვს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციაში მიმდინარე შიდა კონსულტაციებს აზრი არ აქვს.

როგორც გია ვოლსკი აცხადებს, ოპოზიციის ერთი ნაწილის, კერძოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია რევოლუციური სცენარის განვითარება.

მანვე დასძინა, რომ მეორე ნაწილი თვლის, რომ პოლიტიკური რესურსი პარლამენტში უნდა გამოიყენოს, თუმცა ამის ეშინია.

„ოპოზიციაში შიდა კონსულტაციებს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ სხვადასხვა მისწრაფებები აქვთ იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც იქ არიან გაერთიანებული. ერთნი არიან, რომლებსაც არ აინტერესებთ არანაირი არჩევნები, მეტიც, განმეორებითი არჩევნებიც არ აინტერესებთ, არის რევოლუციური სცენარის განვითარების მთავარი მიზანი, ნებისმიერი პოზიცია, რომელსაც ისინი გამოხატავენ და ძირითადად „ნაცმოძრაობის“ გარშემო არიან შეკრებილები. მეორენი არიან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ თავიანთი პოლიტიკური რესურსი უნდა გამოიყენონ და რეალიზაცია მოახდინონ პარლამენტში, მაგრამ აქვთ გარკვეული შიში“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.




ავტორი: თეონა დორეული, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics