01:45 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-18 13:50:28, 534 ნახვა

პოლიტიკა
სერგეი ლავროვი ალექსეი ნავალნის დაკავებაზე დასავლელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ალექსეი ნავალნის დაკავებაზე დასავლელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

როგორც სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, დასავლელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული კომენტარები მიზნად ისახავს ყურადღების გადატანას იმ ღრმა კრიზისიდან, რომელიც აღმოჩნდნენ მათი ქვეყნები.

„ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ აიტაცეს გუშინდელი სიახლე რუსეთის ფედერაციაში ალექსეი ნავალნის დაბრუნებასთან დაკავშირებით. პირდაპირ იგრძნობა, თუ რა სიხარულით აკეთებენ ერთმანეთის მსგავსს კომენტარებს. სიხარულით, რადგან, როგორც ჩანს, ეს დასავლელ პოლიტიკოსებს შესაძლებლობას აძლევს იფიქრონ, რომ ისინი ამგვარად შეძლებენ ყურადღების გადატანას იმ ღრმა კრიზისიდან, რომელშიც აღმოჩნდა ლიბერალური განვითარების მოდელი“, – განაცხადა ლავროვმა.

შეგახსენებთ, რომ 17 იანვარს რუსმა სამართალდამცავებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს. როგორც ქვეყნის ფედერალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, ნავალნის დაკავების მიზეზი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევა გახდა.




ავტორი: თეონა დორეული, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics